Saturday, April 17, 2010

ახალგორის განძი

ახალგორის განძი ადრინდელი ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი. იგი 1908 წელს ქსნის ხეობაში, სოფ. საძეგურთან (ახლანდელი ახალგორის რაიონი) აღმოჩნდა. ნივთები შეაგროვა და ყოფილ კავკასიის მუზეუმისათვის შეიძინა . თაყაიშვილმა. ამჟამად აღნიშნული განმძი აკადემიკოს . ჯანაშიას სახელობის საქარველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ახალგორის
განძში შემავალი ნივთები არის წარჩინებული ქალის მდიდრულ სამარხეული მასალა (ცხენის აღკაზმულობის ნაწილები, ლითონის, ძვლის, მინისებრი პასტისა და ქვის სამკაული, ჭურჭელი, სარიტუალო ნივთები და სხვა). ნივთების დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია და ძვ. . აღ. I ათასწლეულის შუა ხანებში მხატვრული ხელოსნობის განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს .
განძის
ოქროს სამკაული (სასაფეთქლე საკიდები, საყურეები, გომბეშოების გამოსახულებიანი ყელსაბამი, რკალგახსნილი ბეჭდები, რომლებზეც ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული) ადრინდელი ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშებია. ვერცხლის ნივთებიდან კი აღსანიშნავია იმდროინდელ კულტურის სამყაროში გავრცელებული ომფალოსიანი ფიალები. ცხენის აღკაზმულობიდან - რახტის შესამკობი ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვანაირი ფირფიტები, ბრინჯაოს რგოლები და ლაგმები. ახალგორული ტიპის ლაგმები ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოშია აღმოჩენილი.

ახალგორის განძის ოქროს ნივთებს აქემენიდური კულტურის გავლენის კვალი ემჩნევა. ბრინჯაოს ნივთებს ეს გავლენა არ ატყვია. განძი ძვ. . V-IV საუკუნეებით თარიღდება და ძვ. . აღ.-ით I ათასწლეულის შუახანებში საქართველოს მოსახლეობის მკვეთრ ეკონომიკურ და სოციალურ დიფერენციაციაზე მიუთითებს .



No comments:

Post a Comment